დაბრუნების პირობები
დაბრუნების პირობები:
1. შეძენიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში დაზიანებული პროდუქტი იცვლება ახლით.
2. 3 კალენდარული დღის შემდეგ 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაზიანებული პროდუქტი შეკეთდება ან შეიცვლება ახლით.
დაბრუნების პუნქტები:
ბათუმი: აღმაშენებლის ქუჩა 13
დაბრუნებას არ ექვემდებარება:
- ნივთი, დამზადებული მომხმარებლის შეკვეთით
- გახსნილი ჰიგიენური ნივთები: ყურსასმენი, წვერსაპარსი, ეპილატორი, ტრიმერი, თმის საკრეჭი, კბილის ჯაგრისი..
- გააქტიურებული, დარუთული ოპერაციული სისტემები
- მიმწოდებული საქონელი, რომელიც მიწოდების დროს განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს
- დამატებითი მომსახურება, რომელიც განხორციელდა მიწოდების შემდეგ( მონტაჟი, წმენდა, პროგრამების ინსტალაცია...).
- ნივთები, რომელთა მიმართ არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები
მომხმარებლის საყურადღებოდ*
ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში ან კურიერის მიერ გადმოცემის დროს დარწმუნდით რომ ჩაიბარეთ შემოწმებული, ფიზიკურად უნაკლო პროდუქტი.
- დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი.
- ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი. დარწმუნდით, რომ პროდუქტის ორიგინალური შეფუთვა ხელუხლებელია. გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.
- პატივისცემით EOS.GE-ს ადმინისტრაცია