კომერციული გარანტია

პატივცემულო მომხმარებელო! მაღაზია „eos.ge“ მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანისთვის.

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის  მოთხოვნები და შემოგთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიები.

 

! მაღაზია „ეოს“-ში ფიზიკური პირის მიერ შეძენილ საქონელს (გარდა „საგარანტიო პირობები არ ვრცელდება“ პუნქტისა) აქვს გარანტია 6 თვე, თუ არ არის მითითებული სხვა პირობები*.

 საგარანტიო პირობები:

საგარანტიო მომსახურება ფარავს ოფიციალური ბრენდის მიერ დადგენილ პირობებს.

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას საგარანტიო პერიოდში. საგარანტიო მომსახურება ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში,

გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით (არა პროგრამული). სერვის ცენტრში საგარანტიო მომსახურების მისაღებად უნდა წარადგინოთ საგარანტიო ტალონი, გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად და მწარმოებლის საგარანტიო ტალონი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

თუ შეძენიდან 5 სამუშაო დღის (გარდა შაბათ-კვირა და ოფიციალური დასვენების დღეებისა)განმავლობაში (არ ეხება შეკეთებულ ე.წ Refurbished პროდუქციას), მომხმარებელმა მიმართა სერვის ცენტრს ტექნიკური წუნის გამოვლენის მიზეზით, წუნის დადასტურების შემთხვევაში, სერვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე, მოხდება ნივთის შეცვლა ახალი, იგივე პროდუქტით. მომხმარებელმა ნივთი უნდაწარადგინოს სრული კომპლექტაციით, ყუთით, ფიზიკური დეფექტების და ნაკაწრების გარეშე. 

 საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:

- ოპერაციული სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე.

- ტექნიკაზე, რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული მაგ: გაკაწრული, გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი. ასევე სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე. მათ შორის იმ შემთხვევაში თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქციის არსებობა.*

- თუ პროდუქციის ქარხნული სერიული ნომერი შეცვლილია, წაშლილია ან დაზიანებულია. დარღვეულია პროდუქციის ექსპლუატაციის წესები.

- ტექნიკაზე, რომელიც არასტანდარტული ქსელის ძაბვის ზემოქმედების შედეგად არის დაზიანებული.

- ტექნიკაზე, რომელზეც სამონტაჟო ან საგარანტიო სამუშაოები არ არის შესრულებული უფლებამოსილი სერვის ცენტრის სპეციალისტის მიერ.

- არაკვალიფიციური ან დაუდევრად მოხმარებული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში.

- მონიტორის, ნოუთბუქის, ფოტოაპარატის ან ტელეფონის ეკრანის განსაზღვრული რაოდენობის მკვდარ წერტილებზე. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკასთან თანდართულ დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის ვებ. გვერდზე)

 

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება პროდუქციის შემდეგ აქსესუარებზე და სახარჯ მასალებზე.

- 200 ლარამდე შეძენილ პროდუქციაზე

- მობილურ ტელეფონის: ყურსასმენი, USB კაბელი, დამტენი.

- პლანშეტის: ყურსასმენი, USB კაბელი, დამტენი.

მაღაზია არ აგებს პასუხს სმარტფონების დარუთულ სისტემასა და კომპიუტერის არალიცენზირებული პროგრამების გამოყენებისას, ტექნიკის არასტაბილურ მუშაობაზე.

  • პატივისცემით EOS.GE-ს ადმინისტრაცია