Unknown: Required parameter $category_id follows optional parameter $data in /home/pixelvid/eos.ge/catalog/model/extension/module/countdown.php on line 58Unknown: Required parameter $category_id follows optional parameter $data in /home/pixelvid/eos.ge/catalog/model/extension/module/countdown.php on line 134 წესები და პირობები

წესები და პირობები

1. წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და მაღაზია Eos.Ge-ს (შემდგომში „მაღაზია“ EOS.GE) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ, მიერ eos.ge პლატფორმის გამოყენებას. eos-ს პლატფორმა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ კლიენტებისა და კომპანიის წარმომადგენლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც eos-ს პლატფორმა. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.

ვინაიდან კლიენტს აქვს სურვილი გახსნას ეოს-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში რათა, შესაბამისად, კლიენტმა მიიღოს, მომსახურება, კომპანია და კლიენტი თანხმდებიან წინამდებარე წესებსა და პირობებზე, რომლის საფუძველზეც მოხდება კლიენტის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება და მაღაზიის მიერ მომსახურებების კლიენტზე გაწევა.
გთხოვთ, ვებ-გვერის გამოყენებამდე/რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.
ყველა კლიენტი , რომელსაც სურს ეოს-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. ეოს-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში კლიენტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ეოს-ს ვებ-გვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ეოს-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
☒ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ელექტრონული ხელმოწერით ვადასტურებ, რომ გავეცანი წესებსა და პირობებს, მათ შორის კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ დათქმას და ვეთანხმები მათ.

2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
• ანგარიში - ნიშნავს კლიენტის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით რეგისტრირებულ ანგარიშს;
• ავტორიზაცია - ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესების და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
• ვებ გვერდი - ნიშნავს ეოს-ს ონლაინ გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების/ნივთის შეკვეთა და ეოს მიერ შემდგომი მომსახურების გაწევა;
• გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან;
• კლიენტი/მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიისაგან მიიღოს პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული მომსახურება;
• მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს ეოს-ს პლატფორმაზე რეგისტრირებულ კლიენტს;
• მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
• ოპერაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.

3. განცხადებები და გარანტიები წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
• კლიენტი არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;
• გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
• მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
• გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
• მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
• მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
• პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
• მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ეოს-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ეოს-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
• იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
• თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ეოს-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
• მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ეოს-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
• ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ეოს-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

4. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
• ეოს-ს მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი პირველ რიგში ვალდებულია ეოს-ს ვებ-გვერდზე მისი პირადი მონაცემების რეგისტრაციის საფუძველზე გახსნას პირადი ანგარიში. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე პირობებზე და ეოს-ს კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პირობებზე.
• მაღაზია უფლებამოსილია, უარი განაცხადოს კლიენტის რეგისტრაციაზე, რასთან დაკავშირებითაც იგი არ არის ვალდებული, განმარტოს უარის თქმის მიზეზები.
• მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
• მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. მაღაზია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
• მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ეოს-ს კლიენტთა მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით.
• პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს მაღაზიის ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
• მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. მაღაზია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე.მაღაზოა უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;

5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
რეგისტრაციის/შეკვეთის განთავსების დროს მომხმარებელი ავსებს შემდეგ ველებს:
• სახელი და გვარი
• ელ. ფოსტა
• პაროლი
• პაროლის დადასტურება

• გარდა ზემოაღნიშნულისა მომხმარებელი პროფილის და შეკვეთის განთავსების გვერდზე ავსებს შემდეგ ინფორმაციას:
ნივთის მისაწოდებელი მისამართს, პირად ნომერს და ტელეფონს.
• პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, კომპანიის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით.
• პაროლის აღდგენის პროცესში მომხარებელს შეყავს ელ. ფოსტა რომელზეც იგზავნება ერთჯერადი ბმული საიდანაც მომხარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას.
• მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება (ელ.ფოსტის და პაროლის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.

6. ავტორიზაცია
• ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
• ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

7. “ეოს“-ს მიერ შეთავაზებული პროდუქტები

• მოცემული ვებ-გვერდის მეშვეობით „ეოს.გე“ მომხმარებელს შესთავაზებს მის ასორტიმენტში არსებულ საქონელთან დაკავშირებულ მომსახურებას.

8. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
• აეოს უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, შეტყობინების გარეშე, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით.
• იმ შემთხვევაში, თუ მაღაზია გამოიყენებს განსაზღვრულ უფლებას და დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
• მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ეოს-ს პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტას.

9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
• ხელშეკრულება ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება ვიდრე მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
• კლიენტის მიერ ამ პირობებით და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის სრულად და ჯეროვნად მაღაზიისთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების (მათ შორის მიმდინარე დავალიანების) შესრულება არ იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას;

10. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
• წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები განხორციელებულ იქნება კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი ვებ-გვერდით სარგებლობით ავტომატურად ეთანხმება და უერთდება განხორციელებულ ცვლილებებს.

11. ერთიანი ხელშეკრულება
• წინამდებარე წესები და პირობები მომსახურების განხორციელების პროცესში დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან (მათ შორის, შეკვეთა ან/და შეკვეთის მიღება) ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას.

12. პერსონალური მონაცემები

• მაღაზია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:
• შეკვეთების მიღება და დამუშავება;
• მომსახურებისა და დისტანციური შერთანხმების, ანგარიშებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება, დადება და გაგზავნა;
• სასარგებლო ინფორმაციისა და სპეციალური შეთავაზებების დაგზავნა;
• კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
• ბაზრის სტატისტიკა და ანალიტიკა;
• პერსონალის მოძიება და მართვა;
კომპანია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგ საფუძველზე:
• კომპანიის რესურსებისა და ელექტრონული მომსახურების გამოყენება;
• პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობა;
• დისტანციური შეთანხმებების დადება;
• . ნორმატიულ აქტებში დადგენილი იურიდიული ვალდებულებები;
• . პერსონალური მონაცემების სუბიექტების ინეტერესების დაცვა;
• შესყიდვების ანალიზი და სტატისტიკა ინდივიდუალური შეთავაზებებისათვის.
• შეკვეთების დამუშავება და გადახდა უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდით.
პერსონალური მონაცემების დაცვა მესამე პირების წვდომისაგან:
• კომპანია ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე და იცავს მყიდველის კონფიდენციალურობას რეგლამენტსა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ სხვა, გამოყენებადი ნორმატიული აქტებში ასახული დებულებების შესაბამისად.
• კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
• პერსონალური მონაცემების დამუშავება კომპანიაში ხორციელდება პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის აუცილებელი უსაფრთხოების, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო დამუშავებისგან პერსონალური მონაცემების, ასევე, შემთხვევითი დაკარგვის, გაფუჭებისა თუ განადგურებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად.
• როგორც კი ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს.

პეროსნალური მონაცემების შენახვის ვადა
• პერონალური მონაცემების შენახვა ხდება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გაუქმებამდე.

  • პატივისცემით EOS.GE-ს ადმინისტრაცია